არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ ინტელექტუალური თამაში გაიმართა
30-04-2024
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლის - „ოცნება“ პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.

მათ შრომას შედეგი გამოაქვს, ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო კონკურსი გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესით მონაწილეობდა. მათ ცოდნის წარმოჩენა შეძლეს, შეკითხვებს უპასუხეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203