ღვანკითის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ექიმს უმასპინძლეს
30-04-2024
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასკოლო გარემოა შექმნილი. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება. სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედამიწის დღე დარჩენილა და სხვადასხვა ღონისძიება მოეწყო. 

ეს დღე პირველი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნინო გოგიაშილის ხელმძღვანელობით იზეიმეს. დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობების სერიის დასასრული კი კლასში ირმა ექიმის სტუმრობა იყო. 

„თქვენ შეძლებთ დედამიწის გადარჩენას, თუ თავად იქნებით ჯანმრთელები. ამისათვის კი აუცილებლად უნდა დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი,“- უთხრა ექიმმა პატარებს და მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნა, როგორ იცხოვრონ ჯანმრთელად და ბედნიერად.

მოსწავლეებმა დიდი ინტერსი გამოიჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„გმადლობთ, ირმა ექიმო! არასოდეს მოგკლებოდეთ მადლიერი პატარების გულის სითბო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203