რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ვადები და ინსტრუქცია - იხილეთ განაცხადის ფორმა
16-04-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024  წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება ელექტრონულად 16 აპრილიდან  16 მაისის 18:00 საათამდე.
 
იმ დარეგისტრირებულ  გამოსაცდელებს, რომელთაც 2024 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, მისი დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ  სპეციალური პროგრამის გამოყენებით, შემდეგ ბმულზე. 
 
საფასური სრულად ბრუნდება:
 
  • თუ 2024  წლის გამოცდებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულმა პირმა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
  • თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია;
  • თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
 
იმ შემთხვევაში, თუ პირმა გადაიხადა რეგისტრაციის საფასური, მაგრამ არ დარეგისტრირდა, უნდა შეავსოს ამობეჭდილი განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით. 
 
იხილეთ განაცხადის ფორმა (განაცხადის შევსებისას იმ ველების შევსება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ (მაგ.: საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის კოდი) სავალდებულო არ არის).
 
გაითვალისწინეთ რომ:

განცხადებას უნდა დაერთოს:

  • გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა);
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე, ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
გაითვალისწინეთ, რომ თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
 
სკოლების სიახლეები
„მე და ქიმია“  - არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებისა“ პედაგოგის ორგანიზებით, მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა 
27 აპრილს ჩატარდა რიგით მესამე მოსწავლეთა კონფერენცია ,,მე და ქიმია"(2024წ) ქუათაისის ისტორიულ მუზეუმში თემა - მინერალები ინტეგრირება: ქიმია, გეოგრაფია, ხელოვნება, მედიცინა, ქართული(კერძოდ, ვეფხისტყაოსანი) და ,,მაგია". ორგანიზატორი ქუთაისის N19 საჯარო სკოლისა და შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა "ოცნების" ქიმიის პედაგოგი, კლუბ ,,ცეცხლოვანი ქიმიკოსების" მეურვე ნინო ბენიძე კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, წყალტუბოს, გელათის სკოლების მოსწავლეებმა. შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა "ოცნებიდან" კონფერენციაზე პრეზენტაცია წარადგინა თამარ ბაღდოშვილმა თემით- ზურმუხტი. თანაავტორი- თეკლა გორდულაძე.იხილეთ ფოტოები:
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203