თბილისის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სახალისო გაკვეთილი დედამიწის დღეს მიეძღვნა
29-04-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებითი და მათ სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ. 

ახლახან, პირველი კლასში, პედაგოგმა ლია ცერცვაძემ საინტერესო ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში ჩაატარა, რომელიც დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით. 

საგაკვეთილო თემა გარემოს დაცვა გახლდათ და დედამიწის დღეს ეძღვნებოდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს, რომ სისუფთავეზე ზრუნვა აუცილებელია, ასევე ისიც აღნიშნეს, თუ რატომ უნდა დაიცვან  პირადი ჰიგიენა. 

ბავშვებმა ააწყვეს ფაზლი, ასევე შეასრულეს სახალისო აქტივობა - „მხიარული  კვლევა“,

მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმი - „ბოცო და გვანცა“.

ბოლოს კი, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს დედამიწას დაბადების დღე მიულოცეს ნახატებით, როგორც გარე სივრცეში სახალისო აქტივობების, ასევე თაბახის ფურცლების დახმარებით.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203