არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ პედაგოგის ორგანიზებით გამართული მასშტაბური კონფერენცია და მოსწავლის წარდგენილი საინტერესო პრეზენტაცია
29-04-2024

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ ქიმიის პედაგოგის - ნინო ბენიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა მორიგი მასშტაბური კონფერენცია ჩატარდა.

მოსწავლეთა რიგით მესამე კონფერენცია - „მე და ქიმია“ 27 აპრილს, ქუათაისის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და მასში ქუთაისის, წყალტუბოს, გელათის სკოლების მოწაფეები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის თემა იყო მინერალები - ინტეგრირება: ქიმია, გეოგრაფია, ხელოვნება, მედიცინა, ქართული ლიტერატურა (კერძოდ, „ვეფხისტყაოსანი“) და „მაგია“.

კონფერენციის ორგანიზატორი კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გახლდათ არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებისა“ და ქუთაისის N19 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი, კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ მეურვე ნინო ბენიძე.

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებიდან“ კონფერენციაზე პრეზენტაცია წარადგინა თამარ ბაღდოშვილმა თემით - „ზურმუხტი“. მოხსენების თანაავტორი გახლდათ თეკლა გორდულაძე.

კონფერენცია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203