რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15-04-2024

ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

სკოლაში საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა. 

მათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს, თავისუფლების მომტანი დღის შესახებ ისაუბრეს და საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203