კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობებით აღნიშნეს
29-04-2024
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, სკოლის „ჰელფინგ ჰენდის“ (Helping Hand) კლუბის წევრებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ თემატური ნამუშევრები მოამზადეს, თარიღის ისტორიაზე ისაუბრეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203