არაგვის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
15-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა.

ქართული ენის მასწავლებლის - მაია გელაშვილის ხელმძღვანელობით მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს. მოსწავლეთა საპრეზენტაციო თემები იყო: ქართული ენის და დამწერლობის ისტორია; იაკობ გოგებაშვილი და  დედა ენა; სამცხე- ჯავახეთის კულტურა, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე; ცნობილი მწერლები და პოეტები ქართული ენის შესახებ და სხვა. მოსწავლეებმა გაიღრმავეს ქართული ენის  ცოდნა, ინფორმაცია მოიძიეს სხვადასხვა წყაროებიდან, რამაც გაზარდა მათი ცოდნის დონე ქართული დამწერლობის, კულტურის და ისტორიის შესახებ. 

მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები იყო საინტერესო და ინფორმაციული, გამოავლინეს ქართული ენის და ისტორიის ცოდნა. 

„მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა ცოდნის დონის გასაღრმავებლად, ყოველთვის მათი მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით ხორციელდება“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მოტივაციისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203