აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთში, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავეს
29-04-2024

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ შეჯიბრებებში დიდი ყურადღება ეთმობა. 

19 აპრილს, აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სპორტული ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა აფხაზეთის N14 საჯარო სკოლამ.

ოლიმპიადის მონაწილე გუნდები სპორტული ფორმებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის სპორტის ორგანიზატორებს, სპორტის მასწავლებელ რუსუდან შონიას და სკოლის მინი ფეხბურთელთა გუნდს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203