„დათვის წვეულება“- ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა იგავ-არაკის პერსონაჟები გააცოცხლეს
29-04-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებენ. 

ამჯერად, III კლასში, მასწავლებელ თონა კოხოძის ხელმძღვანელობით, აქტივობა მოეწყო, რომლის თემაც იყო „დათვის წვეულება“. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა იგავ-არაკის პერსონაჟები გააცოცხლეს. მათ სახეზე ქაღალდის ნიღბები ეკეთათ, რომლებზეც სხვადასხვა ცხოველი იყო გამოსახული. მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. 

მათთვის აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო აღნოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203