ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს
15-04-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. 

7 აპრილს, ლენტეხში გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში - „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“ ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ბავშვებმა წარმატებით იასპარეზეს, სკოლამ კი გამარჯვება უკვე იზეიმა. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც შემდგომში მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203