„ჩვენ კითხვა ვიცით“- გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა  
15-04-2024
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებითა და პასუხისმგებლობით ერთვებიან.

ამჯერად, პირველი კლასის მასწავლებელმა - ლალი ჩინჩალაძემ, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ჩვენ კითხვა ვიცით“, მოაწყო. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა მათ მიერ არჩეული ზღაპრებიდან და მოთხრობებიდან უცნობი ტექსტი წაიკითხეს. 

პირველკლასელებმა თავიანთ არჩევანზე ისაუბრეს და მთავარი პერსონაჟები დაახასიათეს. ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203