ქუთაისის N40 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები დედაენის დღესთან დაკავშირებით, დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალურ სახლს ესტუმრნენ
16-04-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

10 აპრილს, II კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი მარინე ჩიქობავა) დედაენის დღესთან დაკავშირებით, დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალურ სახლს ესტუმრნენ, გაეცნენ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

გიდმა ბავშვებს შესთავაზა თიხის ქოთნებზე დაეხატათ ქართული ანბანი.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ხალისით შეასრულეს დავალება, დაიმსახურეს შექება, საჩუქრად მიიღეს მათ მიერ მოხატული ყვავილის ქოთნები.

„ეს დღე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩებათ მათ მეხსიერებას. მათ ანთებულ თვალებში გამოიხატებოდა მშობლიური ენის სიყვარული. ქართულ ენას ხომ იოანე ზოსიმე „ღმერთების ენას“ უწოდებდა“,- გვეუბნებიან სკოლაში და ბავშვებს კიდევ მეტ საინტერესო და შემეცნებით გასვლით აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203