20 წუთში შექმნილი სხვადასხვა ეპოქის სამოსი და მოგზაურობა უძველეს ხანაში-საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი დიდი დმანისის საჯარო სკოლ​აში
29-03-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

მათ შორის აღსანიშნავია, მრავალფეროვანი გუნდურ-ინტეგრირებული გაკვეთილი.

გაკვეთილი ისტორიის და ხელოვნების ინტეგრირებით წარიმართა.

გუნდებმა ძველი ეპოქების: შუმერების, ბერძნების, ეგვიპტელების და რომაელების ხანაში იმოგზაურეს, ამ ცივილიზაციათა შთაგონებით 20 წუთში ეპოქის შესაბამისი სამოსის დიზაინები შექმნეს და შთამბეჭდავი წარმოდგენა დადგეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეულმა გუნდმა იმდენად შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნა, რომ ჟიურის ნომინაციებში გამარჯვებულების არჩევანის გაკეთება გაუჭირდა. 

აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე გუნდს გადაეცა სიგელი. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა ხალისით იყო ჩართული აქტივობაში. 

სკოლაში დიდ მადლობას უხდიან ისტორიის პედაგოგ ნინო ნინიაშვილს, ხელოვნების პედაგოგ ვერიკო გოცირიძეს ინიციატივისთვის, ასევე მოსწავლეებს, მშობლებს, დირექციას და დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203