ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა წარმატება რეგიონალურ საგანმანათლებლო კონკურსში
28-03-2024
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და საგანმანათლებლო კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი რეგიონალურ კონკურსში  - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“, მონაწილეობდნენ.

აღნიშნული ტური 26 მარტს საჩხერის რაიონ სოფელ გორისას საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ოთხი სკოლა შეხვდა.

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდმა - „რკინის ჯვარი“ წარმატებით იასპარეზა და მე-2 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს რომ ის ეგრეთ წოდებულ სანუგეშო ტურში გააგრძელებს თამაშს.

გუნდის კაპიტანი სიდონია ორლოვი გახლდათ. გუნდის წევრები: კესო იჩქიტიძე, ნინო კვინიკაძე და მარიამ გურგენიძე არიან.

ასევე გიმნაზიის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე წარდგენენ სხვადასხვა საგალობლითა და სიმღერით, რითიც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203