კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-10 კლასის მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმს სტუმრობდნენ
28-03-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრების გამრავლფეროვნებასა და მათთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ.

გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის ამსახველი ფოტო- ვიდეო და დოკუმენტური მასალა. 

მოსწავლეებმა არც ისე შორეულ წარსულში იმოგზაუროს, აიმაღლეს ცნობიერება და გაეცნენ იმ პერიოდის ყოფას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203