ჩამდურის საჯარო სკოლაში შაშის ტურნირი გაიმართა
29-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ისინი სასწავლო პროცესს არაერთი საინტერესო აქტივობით ამრავალფეროვნებენ. ამჯერად კი, მოსწავლეთა შორის შაშის ტურნირი გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ გამრჯვებული გამოვლინდა და სიგელებით დაჯილდოვდა. 

სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203