დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიუძღვნეს
29-04-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, გეოგრაფიის მასწავლებლის - რუზანნა სარკისიანის ინიციატივით, დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეები და პედაგოგები განსაკუთრებულად მოემზადნენ.

გაიმართა თემატური აქტივობები, კერძოდ, სკოლის ტერიტორია, ეზო და მიმდებარე ადგილები გამწვანდა და დასუფთავდა. ასევე, მეშვიდეკლასელებმა, მოხალისეებთან ერთად, სკოლის ეზოში მარადმწვანე წიწვოვანი მცენარეები დარგეს.

გარდა ამისა, სკოლაში ყურადღებას ამახვილებენ ისეთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით მიმართულებაზეც, როგორიცაა ნარჩენების გადამუშავება. ამ მიზნით, მოსწავლეებმა პლასტმასის ნარჩენები შეაგროვეს, რომლებიც გადამუშავების სპეციალურ ცენტრში ჩააბარეს.

სკოლაში ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება მნიშვნელოვანია. 

„მსგავსი აქტივობები ერჯერადი ხასიათისა არ არის, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევების მიმღებლობასა და აქტიურ ჩართულობას გარემოსდაცვით ღონისძიებებში“,- ამბობენ სკოლაში. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა დედამიწის დღის ისტორიის შესახებაც ისაუბრეს.

„22 აპრილი დედამიწის დღეა. იგი პირველად 1970 წლის 22 აპრილს აშშ-ში აღინიშნა, როდესაც საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო.
1990 წელს დედამიწის დღე პირველად გასცდა აშშ-ის საზღვრებს,გლობალურ გარემოსდაცვით დღედ იქცა და მას შემდეგ მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება“,- აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203