პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
29-04-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან,  ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების ინიციატივით, სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ლამაზი ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთო. 

მათ საზეიმოდ მორთულ გარემოში ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და სიტყვა წარმოათქვეს. მათმა შემოქმედებითმა ნომრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203