კერძო სკოლა „ჰელიოსი“
დირექტორის მიმართვა
ძვირფასო ბავშვებო და მშობლებო! მოგესალმებით სკოლა „ჰელიოსის“ სახელით, რომელიც 2016 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენ სკოლას წინა სასწავლო წელს ჰყავდა პირველი კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლა „ჰელიოსში“ შექმნილია მშვიდი და ოჯახური გარემო, რომელიც საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების... მეტის ნახვა
ქეთევან ვეშაპიძე, დირექტორი
კერძო სკოლა „ჰელიოსი“
სასკოლო საზოგადოება
სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგიური გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური მასწავლებლებისაგან. სკოლაში ფუნქციონირებს ექვსი კათედრა: სახელმწიფო ენის კათედრა (ხელმძღვანელი - ნანა კაპანაძე) მათემატიკისა და ისტ.-ის კათედრა (ხელმძღვანელი - თამარ ქემოკლიძე) უცხოური ენების კათედრა (ხელმძღვანელი - სოფიკო გრძელიშვილი) საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა (ხელმძღვანელი - სალომე სოფრომაძე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა (ხელმძღვანელი - მარიამ მჭედლიშვილი) ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა (ხელმძღვანელი - მარიამ... მეტის ნახვა
მოსწავლეთა გვერდი

სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა ცხოვრება დატვირთულია მრავალფეროვანი და შემეცნებითი აქტივობებით. ხშირად ეწყობა როგორც შიდა სასკოლო, ასევე გასვლითი ღონისძიებები და ექსკურსიები. მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში. 

სკოლაში ფუნქციონირებს წიგნადი ფონდით მდიდარი ბიბლიოთეკა. მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ აღნიშნულ სივრცეს.

სკოლა უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რისთვისაც სკოლაში დანერგილია ელექტრონული ჟურნალი - Edupage.

სკოლის ისტორია
სკოლა „ჰელიოსმა“ ფუნქციონირება დაიწყო 2016 წელს. სკოლაში ირიცხებოდა 48 მოსწავლე. სკოლის ფუნქციონირების შვიდი წლის მანძილზე სკოლამ არაერთ წარმატებას მიაღწია, კერძოდ: კურსდამთავრებულთა მაღალი მაჩვენებლები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე; მიღწევები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში; მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა პროექტებში. სკოლა დაფუძნების დღიდან, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა მრავალფეროვან აქტივობას.  სკოლას გააჩნია მოწესრიგებული ინტერიერი, დაცული, უსაფრთხო გარემო, კეთილმოწყობილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,... მეტის ნახვა
სკოლის შესახებ

სკოლა „ჰელიოსს“ გამოარჩევს:

  • მაღალკვალიფიციური გუნდი;
  • მცირერიცხოვანი კლასები;
  • უცხოური ენების (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) გაძლიერებული სწავლება;
  • კეთილმოწყობილი სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა;
  • სხვადასხვა კლუბების და წრეების აქტიური მუშაობა;
  • მრავალფეროვანი აქტივობები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს უწყობს წარმატებულ სწავლების პროცესს, რომელიც საწინდარია ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის.

სკოლის სიახლეები
მეტის ნახვა
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203