ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრს ესტუმრნენ
28-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებას, ხელოვნებისადმი დამოკიდებულების ფორმირებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლი - „ურჩხული და მზეთუნახავი“  ნახეს.

„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს. სცენასთან ახლო ყოფნა და პირდაპირ ცოცხალი ადამიანების ყურება ძალიან ემოციურია. ამასთან ერთად, მოსწავლეები ეჩვევიან და სწავლობენ თეატრში ქცევის წესებს“,- აღნიშნავენ სკოლაში სადაც მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ. 

სადამრიგებლო აქტივობას დამრიგებლები - ხათუნა უსტიაშვილი, შორენა ბერიძე და ირმა რიონიძე ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203