კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მეორეკლასელებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს 
29-04-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნება ეროვნული დღესასწაულები, მათ შორის იყო ქართული ენის დღეც. 

„დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი“, -  ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი დღე იზეიმეს. 

ქართული ენის სადიდებლად II კლასის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დედაენას, იაკობ გოგებაშვილს და ეცადნენ, თავადაც შეექმნათ ამ ძვირფასი წიგნის ნიმუში. 

დღე დასამახსოვრებელი, შემოქმედებითი და შემეცნებითი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203