„სპორტი ჩვენ გარშემო“ - საინტერესო და სახალისო სპორტული აქტივობები განთიადის საჯარო სკოლაში
29-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.

ახლახან, სკოლაში, პედაგოგ რომან ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო სპორტული აქტივობები მოეწყო.

გაკვეთილის თემა - „სპორტი ჩვენ გარშემო“ გახლდათ. ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საზოგადოებაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები, აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის და მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203