ბათუმის N20 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა „მეწარმეობის საფუძვლების“ სწავლების ფარგლებში, კომპანია შექმნეს
28-03-2024
ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ. 

ამჯერად, სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეების მიღწევით ხარობენ. მათ მოწმობა გადაეცათ, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მოსწავლეთა კომპანია „სანაპირო ზოლი“ არის საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სიმულაციური ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ერთჯერად საქმიანობას „მეწარმეობის საფუძვლების“ სწავლების ფარგლებში. 

„ვულოცავთ მოსწავლეებს პროექტის - „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, კომპანიის წარმატების რეგისტრაციას და მოსწავლეთა კომპანია - „სანაპირო ზოლის“ აქტიური მუშაობისთვის, გაყიდვების მოწმობის მოპოვებას.
მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოსა და სამოქალაქო განათლების კლუბ - „ბალავარის“ მეურვეს - თამარ გორგილაძეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა მხარდასაჭერ ღონისძიებებში.
გისურვებთ ნაყოფიერ, წარმატებულ და შემოსავლიან საქმიანობას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203