გაიცანით ჩხაკოურის საჯარო სკოლის მასწავლებელი ჯუმბერ გიორგაძე, რომელიც მოსწავლეებს ფიზიკას არა მხოლოდ ასწავლის, არამედ აყვარებს
28-03-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში პროფესიონალი, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან.

მათ შორისაა სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ჯუმბერ გიორგაძე. ის სხვადასხვა სიანტერესო, შემეცნებით და საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებით ერთვება, სადაც წარმატებას აღწევს.

პედაგოგი გასული წლის მარტში მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა გამოაცხადა.

კონკურსში წარმატებით მონაწილეობის შედეგად, მან შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN – European Organization for Nuclear Research) ერთკვირიანი სტაჟირება გაიარა.

ეს სტაჟირება მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მისცა. ტრენინგების შედეგად მირებული ცოდნა ბირთვული ფიზიკის შესახებ, მან რაიონის მასწავლებლებსა და თავის მოსწავლეებს დიდი სიხარულით გაუზიარა.

აღნიშნული საკითხით მოსწავლეები ძალიან დააინტერესა, რაც პედაგოგისთვის სასიხარულო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგს ექსპერიმენტების ჩატარება, ელექტრონიკის მხარე ყოველთვის განსაკუთრებულად მოსწონდა. მისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებში ფიზიკის მიმართ ინტერესი გააღვივოს და ამიტომ, მათ საინტერესო ექსპერიმენტებს სთავაზობს.

პედაგოგის შესახებ ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტი მოამზადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203