ეკის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ვიქტორინა მიეძღვნა
29-04-2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.

ამჯერად, სკოლაში ეკოკლუბ - „მწვანე ერთობის“ წევრების მონაწილეობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ბიოლოგიაში ვიქტორინა ჩატარდა. მისი მიზანი მოსწავლეებში ბიოლოგიის შესწავლის წახალისება და მოტივაციის გაზრდა იყო.

ვიქტორინაში 2 გუნდი - „ლომები“ და „მერცხლები“ მონაწილეობდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა შორის ვნებათაღელვა და ემოციები იყო. ჟიურიმ ორივე გუნდის მოპოვებული ქულები შეაჯამა და შეაფასა. ვიქტორინას ბიოლოგიის მასწავლებელი ლალი კარტოზია ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ და თემატური ნამუშევრები მოამზადეს. მათ კარგად იციან, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას მოფრთხილება სჭირდება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203