იანეულის საჯარო სკოლა წიგნებითა და კომპიუტერით დასაჩუქრდა
29-04-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში, ნატო კეკელიძისა და ლალი წულაიას ხელმძღვანელობით, „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარეს, გიორგი კეკელიძეს უმაპინძლეს. 

ვიზიტის ფარგლებში, ის სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თემის წარმომადგენლებს შეხვდა. საპატიო სტუმარმა სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა და შეკითხვებს ამომწირავად უპასუხა. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გიორგო კეკელიძემ სკოლას წიგნები და კომპიუტერი გადასცა საჩუქრად. დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამომავალო ორმხრივი თანამშრომლობაც დაიგეგმა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203