ქართული ენის დღესასწაული ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში
29-04-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ერთვებიან. 

ახლახან, სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ მოეწყო. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ინსცენირება და მუსიკალური ნომრები გამართეს.

გარდა ამისა, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ. ჩატარდა კონკურსები: „ლამაზი ნაწერი", „მხატვრული კითხვის ოსტატები“, „ქართული ენის ქომაგები“, „ლამაზი სიტყვის ავტორები“.

ენის კვირეულში V - IX კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203