არეშფერანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
29-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა . მოსწავლეები მასში ხალისითა და შემართებით მონაწილეობდნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, კითხვებს უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის ფარგლებში, ხალისი და ენერგია არც მასწავლებლებს დაუკლიათ. ღონისძიების გამართვაში ჩართული იყო სკოლის დირექტორი სტელა გიგოლაევა. 

თამაშში შემდეგი გუნდები მონაწილებდნენ:

  • მე-4 კლასი - „პეპლები“, დამრიგებელი - შორენა ქიმაძე;
  • მე-5 კლასი - „მერცხლები“, დამრიგებელი - ხათუნა კაპანაძე;
  • მე-8 კლასი - „ინოვატორები“, დამრიგებელი - ლალი ვანეევი;
  • მე-10, მე-11 კლასი - „მომავლის შვილები“, დამრიგებელი - თამარ ბრეგვაძე.
შემფასებელი კომისიის წევრები - დარეჯან სხირტლაძე,ზეინაბ დევაძე და სოფიო ლობჟანიძე იყვნენ.

„თამაში თამაშია და ყველა მეგობრები ვართ, მაგრამ „გამარჯვება“ მაინც მომნუსხველი სიტყვაა... ეს არეშფერანის საჯარო სკოლაა... ჩვენ მომავლის შვილები ვართ და მომავალი ნამდვილად ჩვენია!“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203