შავღელეს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს კლასის საათი მიეძღვნა
22-03-2024

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.

მსოფლიო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაშიც აქტიურად გამოეხმაურნენ. 

პედაგოგმა ლია მამულაძემ სკოლის V კლასში ჩაატარა კლასის საათი თემაზე - „მზის შვილები“.

კლასის საათის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ.

პედაგოგებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ დღის დაარსებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

მოსწავლეები სლოგანის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გაერთიანდნენ და სინდრომს შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203