„გეომეტრიული ხე“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო მათემატიკური პროექტი და სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობა
30-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, II კლასში, რომლის დამრიგებელი იზა შავგულიძე გახლავთ, მათემატიკური პროექტი - „გეომეტრიული ხე“ წარმატებით განხორციელდა.

მოსწავლეებმა შეაგროვეს სხვადასხვა შესაფუთი მასალების ის ნარჩენები, რომლებშიც ამოიცნეს სივრცითი გეომეტრიული ფიგურები, ლამაზად შეღებეს და შექმნეს პატრიკ შადენის დეკორაცია „გეომეტრიული ხე“.

თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ახასიათებდა როგორც მის მიერ დამზადებულ გეომეტრიულ ფიგურას, ასევე შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ ფიგურას.

„ისინი პასუხების დაზუსტებაშიც კი ეცილებიოდნენ ერთმანეთს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეთა შექმნილი რესურსი - პატრიკ შადენის „გეომეტრიული ხე“, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საკლასო ოთახის დეკორაციული მშვენება და თანატოლებისთვის საინტერესო სასწავლო რესურსი გახდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203