ჩხორიის საჯარო სკოლის მოწაფეებმა მარწყვის პლანტაციები დაათვალიერეს და ხილკენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციის თავმჯდომარესთან ინტერვიუ ჩაწერეს
30-04-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით, სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო გასვლით აქტივობებს ახორციელებენ.

ამჯერად, ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბელების ინიციატივით, რომელსაც შეუერთდნენ ეკოსკოლელები და სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრები (ხემძღვანელები: მ.ქარდავა, ლ.ხვიჩავა და მ.არახამია) შედგა ვიზიტი ცაიშის მარწყვის პლანტაციებში.

მოსწავლეებმა ჩაწერეს ინტერვიუ ხილკენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციის თავმჯდომარესთან, კომპანია „ნანას ბაღების“ დამფუძნებელ ჩხორიის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ ნანა ფიფიასთან, რომელმაც ძალიან საინტერესოდ ისაუბრა მარწყვის კულტურასა და მის განაშენიანებაზე, მარწყვის დარგვაზე, მის მოვლა-პატრონობაზე, სხვადასხვა ჯიშის გამოყვანაზე.

დასასრულს ბავშვებმა დააგემოვნეს მარწყვი.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ნანა ფიფიას გულთბილი მიღებისათვის.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203