„ვინც დამიცავს, ვინც მომივლის, მე ვარ მისი დედამიწა“ - პირველი სვირის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის ეკოაქტივობა
30-04-2024

დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და დაცვა სჭირდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ (მასწავლებლები - ივეტა ხიდაშელი და ნინო კაპანაძე) განახორციელა აქტივობა - „ვინც დამიცავს, ვინც მომივლის, მე ვარ მისი დედამიწა“.

მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა და ისაუბრეს დედამიწის მოვლასა და დედამიწაზე სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, ბუნებრივი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე. 

დედამიწის დღე 22 აპრილს 1970 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

დედამიწის დღის დაფუძნებით, საფუძველი ჩაეყარა საზოგადოების ცნობიერების განვითარების იდეას, რადგან კლიმატის ცვლილებები აშკარაა, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის ბრძოლა კი ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. ცნობიერების ამაღლებასთან ერთად კი იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203