NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
18-03-2024
20 მარტს, 15:00 საათზე 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ ამომწურავ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე. იმ გამოსაცდელებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დარეგისტრირებულნი, ცენტრი მისცემს შესაძლებლობას ტექნიკურ საკითხებზე სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის მიზნით ჩაერთონ რეგისტრაციის იმიტირებულ პროცესში.
 
ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის, საგნობრივი ექსპერტები გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას როგორც რეგისტრაციასთან, ასევე გამოცდების წინამოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით. 
 
მისამართი: თბილისი; ე. მინდელის 9; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.  დასწრება თავისუფალია.
 
ღია კარის დღეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გამართავს. მოეწყობა აგრეთვე ონლაინ ღია კარის დღეები, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება. 
 
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203