„დირექტორობის 3 500-ზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა“ - როდის გახდება ცნობილი ტესტირების შედეგები
13-03-2024

10 მარტს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ჩატარდა და ამ დრომდე უცნობია შედეგები; ინფორმაცია არც იმის შესახებ არსებობს, რა ვადებში უნდა ჩატარდეს კანდიდატების გასაუბრებები სამეურვეო საბჭოებთან, თუმცა მსგავსი ბუნდოვანება სულაც არაა გასაკვირი იმის ფონზე, რომ ოფიციალურად, ჯერ სტატისტიკა არ გასაჯაროებულა, რამდენმა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია; მიუხედავად იმისა ამ კითხვებით etaloni.ge-მ არაერთხელ მიმართა განათლების სამინისტროს, სტრუქტურაში ერთადერთი, სტანდარტული პასუხი აქვთ - „ჯერჯერობით უცნობია“!

დირექტორობის გამოცდაზე მინიმუმ 48 ქულა უნდა აიღოთ - კომპეტენციის ზღვარი

სამაგიეროდ, განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სატელევიზიო კომენტარში აღნიშნა, რომ ჯამში დარეგისტრირდა დირექტორობის 3500-ზე მეტი მსურველი და მათგან დაახლოებით 3 ათასს არ აქვს სერტიფიკატი, აქ კი მარტივი არითმეტიკის გამოყენებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტესტირებაზე დაახლოებით 3 ათასი აპლიკანტი გავიდა.

„ჩვენი მიზანია, დირექტორობის მსურველებს მივცეთ საშუალება (ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ),  წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. დარეგისტრირდა 3500-ზე მეტი კანდიდატი და მათ უმრავლესობას - 3000-მდე აპლიკანტს, არ აქვს სერტიფიკატი... გვახარებს ის, რომ ბევრი მათგანი გარედან შემოდის სისტემაში, რაც ნიშნავს, რომ მზაობაც და ნდობაც პროცესის მიმართ არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203