„მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი, რომ წინ ელოდებათ ძალიან საინტერესო და სახალისო 12 წელი“- ეთერ წინწალაშვილი, ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი 
15-06-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წინწალაშვილი ცდილობს განათლების სფეროში თავისი კვალი დატოვოს, როგორც თავად აღნიშნავს მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგებისგან მიღებული უკუკავშირია ის, რაც მას სტიმულსა და მოტივაციას აძლევს თავისი საქმე მეტი მონდომებით აკეთოს და მიზნისკენ დაუღალავად მიისწრაფოდეს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ეთერ წინწალაშვილთან.

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი, მოსწავლეები სწავლას უდგებოდნენ კრეატიულად, იყო ინოვაციური იდეები და საინტერესო ხედვები, მოსწავლეების მხრიდან პროექტებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა იყო საკმაოდ მაღალი.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ სასკოლო აქტივობებში და თავიანთი წვლილი შეიტანონ სასკოლო ატმოსფეროს გამდიდრებაში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- სკოლის იდენტობის გამომხატველ ნიშანს, რაც გამოგვარჩევდა სხვა სკოლებისაგან.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- ვეცდებოდი ყველა შესაძლებლობა გამომეყენებინა, რაც კი არსებობს, აბიტურიენტობა არის ცხოვრების ძალიან საინტერესო გამოცდილება.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- წინ ელოდებათ ძალიან საინტერესო და სახალისო 12 წელი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მათთვის.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- იყო ის თუ რამდენად საინტერესოდ ვატარებდი სასკოლო აქტივობებს პროექტით სწავლების დროს.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგებისაგან მიღებული უკუკავშირი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203