მასწავლებელთა პრემიაზე განაცხადების მიღების ვადები და დეტალები
09-05-2024

მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე კანდიდატთა წარდგენა 5 ივლისამდე გაგრძელდება. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს  ლაურეატზე გადასაცემ 10 000 ლარს, ასევე სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობასაც ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას.

„მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე ავლენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისია“, - ნათქვამია პრემიერის დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203