მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლის - შუქუფა გასანოვას წარმატება სასწავლო-კვლევით კონფერენციაში
10-05-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.

მათ შორისაა მოსწავლე შუქუფა გასანოვა, რომელიც მოსწავლეთა 77-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდა.

კონფერენციის მთავარი თემა: „მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა“, გახლდათ.

სკოლაში, მოსწავლეს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობას ულოცავენ.

„ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ მოსწავლეს - შუქუფა გასანოვას ფინალურ ეტაპზე სამოქალაქო განათლების სექციაში მიღწეულ წარმატებას, რაც ჩვენი ერთობლივი შრომის დიდი შედეგია!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კონფერენცია ეროვნული სასახლის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203