ჩხორიის საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები გაიმართა
10-05-2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამჯერად, სკოლაში eTwinning ჯგუფის (ხელმძღვანელები: იზოლდა ხვიჩავა, ნინო ჯოჯუა, ირინა სოსელია, მზია ქარდავა), სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკესა“ (ხელმძღვანელი: მაია არახამია) და ეკოკლუბ „ფესვების“ (ხელმძღვანელი: მზია ქარდავა) ერთობლივი ინიციატივით, eTwinning-ისა და ევროპის დღეები-2024 აღინიშნა.

ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. მის ფარგლებში, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, ელექტრონული პოსტერები და პლაკატები. გარდა ამისა, სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ მოეწყო. ასევე, განხორციელდა Code Week ივენთი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა Pixel.Art-ში ითვინინგის დღეზე პოსტერები შექმნეს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203