„ანბანის დღესასწაული“​ იაღუფლოს საჯარო სკოლის პირველ კლასში
10-05-2024
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა შედეგზე ორიენტირებულ აქტივობასა თუ ღონისძიებას ხშირად სთავაზობენ. ამჯერად, პირველ კლასში „ანბანის დღესასწაული“ გაიმართა.

თავდაპირველად, ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. მოგვიანებით, სკოლის დირექტორმა - ვაგიფ მუსაევმა I კლასის მოსწავლეებს ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მწვერვალების დაპყრობა უსურვა. აღსანიშნავია, რომ ზეიმს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არიფ სულეიმანოვიც შეუერთდა.

მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს, მათ შესწავლილი მასალა გაიხსენეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი ნომერები გამართეს და ანბანს ხოტბა შეასხეს. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203