ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სადღესასწაულო ღონისძიება 
10-05-2024

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგები ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულების - დედისა და ქალთა საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიება, სკოლაში, მე-3 კლასის დამრიგებელმა - ანაიდ გიოზალიანმა მოაწყო.​ ზეიმზე, ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, დედებს შთამბეჭდავი ლექსები მიუძღვნეს, ბოლოს კი მათ ყვავილები მიართვეს.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ძალიან ლამაზი და ემოციური აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203