მიასნიკიანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
02-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი. 

ამჯერად, სკოლაში ღონისძიებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ანბანის გაცილება და პირველკლასელთა სასწავლო წლის დასრულება აღინიშნა. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მომდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ საქართველოს დროშები ჰქონდათ გაშლილი. აღსანიშნავია, რომ პატარა მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203