გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სათაფლიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
26-04-2024

გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია. 

ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობით შეუერთდა.

სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა კლასის დამრიგებლის - ლალი ზვიადაძის  ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი აქცია სათაფლიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს. 

მათ შერჩეული ადგილი დაასუფთავეს და საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203