წახანის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა
26-04-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. ისინი, მათ სხვადასხვა შემეცნებითი და საინტერესო აქტივობების მეშვეობით, კითხვას აყვარებენ.

ამჯერად, სკოლა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.

სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ ელზა გელაშვილის ინიციატივით, ჩაატარეს ღონისძიება, სადაც ბავშვებმა წაიკითხეს მათთვის საინტერესო ლიტერატურა. მათ, თანატოლებს არაერთი საინტერესო ამბავი უამბეს ბავშვთა მწერლების ცხოვრებიდან, ესაუბრნენ წიგნის გმირებზე.

მოსწავლეებს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203