გეჯეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა
26-04-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა აქტიურად. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა.

„ამჯერად, საინტერესო აქტივობებით - ფაზლებით კიდევ ერთ ლამაზი დღე აჩუქეს ერთმანეთს მეორეკლასელებმა, რომელთა მასწავლებელი თეონა კვიციანი გახლავთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათთან ერთად, ამ დღის აღნიშვნას, პედაგოგ მარი სიხარულიძის ხელმძღვანელობით მესამეკლასელებიც შეუერთდნენ.

ბავშვებმა თემატური ნახატები შექმნეს და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203