აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უილიამ შექსპირის დაბადების დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს
26-04-2024

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმომადგენლის უილიამ შექსპირის 460-ე დაბადების დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, წაიკითხეს შექსპირის სონეტები, ისაუბრეს მის ტრაგედიებსა და კომედიებზე,

ბავშვებმა, ასევე განიხილეს დრამების მიხედვით შექმნილი ფილმები.

აქტივობის ფინალური ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი ეკა დემურია გახლდათ.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203