ოთის​ საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
26-04-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის​ საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე. 

ამ დღესთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრა მოსწავლეებთან და დაიგეგმა აქტივობები, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირებულობა გარემოსდაცვით საკითხებზე. 

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა კარგად  გაიაზრეს და გააცნობიერეს თავიანთი როლი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ბუნებისა და ისტორიის პედაგოგები: ლელა შავაძე და ნათია ტაბატაძე.

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203