სავალდებულო მოთხოვნები, სტანდარტები და მათი შესრულების გზები - ბაღებისთვის გზამკვლევი გამოქვეყნდა
03-05-2023
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი“, რომლის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სფეროს ექსპერტებმა და დარგობრივმა უწყებებმა.

შემუშავებულმა გზამკვლევმა ვალიდაცია გაიარა ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად შექმნილ საკოორდინაციო ჯგუფთან, რომელთა წევრები წარმოდგენილი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციის/პროექტების, დარგობრივი ასოციაციებისა და კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის წარმომადგენლებისგან.

გზამკვლევი იხილეთ: https://eqe.ge/ka/page/static/1043/avtorizaciis-procedura

საკოორდინაციო ჯგუფის წევრთა მოსაზრებები ასახული და გათვალისწინებული იქნა გზამკვლევში.

გზამკვლევი განკუთვნილია დაწესებულებებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის, დაწესებულებების გაერთიანებებისთვის, ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებისთვის, ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

გზამკვლევში აღწერილია ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები, თითოეულ სტანდარტში შემავალი კომპონენტები, ინდიკატორები, მათი მიღწევისა და შესრულების გზები.

თითოეული ინდიკატორის მიხედვით მოცემულია თუ რა სავალდებულო მოთხოვნების შესრულებას ავალდებულებს კანონმდებლობა დაწესებულებებს და როგორია აღნიშნული მოთხოვნების შესრულების ალტერნატიული გზები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203