კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-6 კლასელებმა სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს 
07-05-2024

აღდგომა ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქვეყანის განსხვავებულ ტრადიციებზე ინფორმაცია მოიძიეს და სლაიდების სახით პრეზენტაცია წარადგინეს. 

მოსწავლეთა პრეზენტაცია მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა საკითხის ღრმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული, საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოწაფეთა მოტივაციაზე აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203