„სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“- კერძო სკოლა „ჰელიოსი“ X კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
24-04-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსი“ სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და სასკოლო ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ჩვენი ეროვნული კერძებით ყველგან ამაყობენ, მაგრამ საინტერესოა ქართული სამზარეულოს გარდა უცხო კულტურების დელიკატესებს რამდენად კარგად იცნობენ მოსწავლეები. 

X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“.

️მოსწავლეებმა ისაუბრეს და დაასახელეს მსოფლიოს ქვეყნების ტრადიციული კერძები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს აქტივობა ემსახურება მოსწავლის პიროვნულ განვითარებას, ლექსიკის გამდიდრებასა და წერითი მეტყველების უნარის განვითარებას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203